2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, 316 მილიონი დოლარი შემოვიდა
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, 316 მილიონი დოლარი შემოვიდა. გარდა ამისა, 2023 წლის მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებები 719 მლნ. დოლარით შემცირდა, სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების ჯამური მონაცემის მიხედვით კი, აღნიშნული მაჩვენებელი 919. მლნ. დოლარს შეადგენს.
