ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ მინისტრმა
სატელეფონო საუბრისას, ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე რჩებიან მძევლები. თეთრი სახლის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ჰამასმა თქვა უარი ახალგაზრდა ქალების გათავისუფლებაზე და ამით, ჰუმანიტარული პაუზის შესახებ შეთანხმება დაარღვია.
