"უკრაინისადმი დასავლურ ერთიანობაში გაჩენილი ბზარი"
“უკრაინისადმი დასავლურ ერთიანობაში გაჩენილი ბზარი” - ამ სათაურით ანალიტიკურ სტატიას, სიენენი აქვეყნებს. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების დაბლოკვის ფონზე, ვლადიმერ პუტინს ეტაპობრივი გამარჯვების იმედი აქვს - წერს საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი ნიკ უოლში. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სასარგებლოდ ვითარდება მოვლენები კიევშიც, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და არმიის მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის შორის, კვლავ განხეთხილებაა.
