გამწვანების აქცია
თბილისის საკრებულომ, „ისრაელის სახლმა “ და მსოფლიო ებრაულმა ფონდმა ვარკეთილში გამწვანების ერთობლივი აქცია ჩაატარეს. სკვერში სხვადასხვა სახის ათამდე ხე-მცენარე დაირგო. პროექტის ფარგლებში მშვიდობის პარკი ისრაელშიც გაიხსნება, რაც საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გაღმავებას შეუწყობს ხელს.
