ხმაური ხარაგაულის საკრებულოში
ხმაური იყო ხარაგაულის საკრებულოში. უკმაყოფილება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების კითხვებს მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მერია ერთ პირთან მოლაპარაკებით 290 000 ლარიან ხელშეკრულებას აფორმებს, რაც მათი თქმით, კითხვებს აჩენს. ამასთან დეპუტატები აცხადებენ, რომ როდესაც ხარაგაულში სერიოზული სოციალური პრობლემებია 300 ათასი ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის არ უნდა დაიხარჯოს. საკრებულოს სხდომაზე დღეს ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავდნენ. საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, საკრებულოს მერის მოადგილემ წარადგინა.
