კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
უნგრთის ხმა რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თანხმდებიან თბილისში. პოლიტიკურ სპექტრში სტატუსთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინი აქვთ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროპელი ლიდერების გზავნილები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა იმსახურებს კანდიდატობას და ევროინტეგრაციის ახალა ეტაპზე გადასვლას. ოპოზიციაში კი ორბანის ფაქტორზე ამხვილებენ ყურადღებას, საქართველოსთან ერთად, აქცენტს აკეთებენ უკრაინასა და მოლდოვაზე.
