ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება
თუ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ფართოსმასშტაბიან ომს დაიწყებს, ბეირუთს ღაზად გადააქცევს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომელიც გენერალური შტაბის უფროსთან, ჰერცი ჰალევისთან ერთად, ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანის ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ, 60 წლის ისრაელელი ფერმერი იმსხვერპლა.
