„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი გრძელდება
დაახლოებით ნახევარ საათში, სავარაუდოდ, გაირკვევა, დატოვებს თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“. ბრიფინგი დანიშნულია. მანამდე კი პარტიის რღვევის დრამა ფინალს უახლოვდება. ლევან ხაბეშვილს ტოვებს ყველა, ვისთვისაც კულისებიდან ოლიგარქ კეზერაშვილისა და ერთ დროს პარტიის ხერხემლის, მერაბიშვილის მმართველობა მიუღებელია. მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილიც ნაციონალურ მოძრაობას საბოლოო დაშლას უწინასწარმეტყველებენ
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
