პრემიერის სამძიმარი
პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირიდან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა
