ირაკლი კობახიძის ვიზიტი უნგრეთში
ზუსტად 1 საათში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბუდაპეშტში სწორედ მისი მიწვევით იმყოფებიან. ირაკლი კობახიძე უკვე ესაუბრა ევროპის საქმეთა სახელმწიფო მდივანს, შეხვედრა შედგა პარლამენტში ვიცე-სპიკერთანაც. სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გარდა, ბუნებრივია, შეხვედრების მთავარი თემა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მიმართ არსებული მოლოდინიც იყო. ერთ კვირაში ევროპამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა აცნობოს. უნგრეთის პოზიცია კი მკაფიო და უცვლელია - საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
