თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი საბერძნეთში
თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთშია. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბერძენ კოლეგას, და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საბერძნეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ამ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს საბერძნეთში ერდოღანის პირველი ვიზიტია. დასავლური მედიის ცნობით, მრავალ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო უკანასკნელ ათწლეულებში თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანდ გაუარესდა
