რისკის მართვის კონფერენცია
თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით, რისკის მართვის კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია - „რისკები არასტაბილურ გეოპოლიტიკურ ეპოქაში“ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გახსნეს. მათ რთულ, არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში სხვადასხვა რისკის მართვისა და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანეთის მხარეს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის უწყებაში რისკის მართვის სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება
