„ნაციონალურ მოძრაობას“ წევრები ტოვებენ
თბილისი, მცხეთა, ბათუმი, ზუგდიდი, ჭიათურა, ხობი, კასპი. ჩამონათვალს კახეთიც დაემატა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კახეთის რაიონული ორგანიზაციები დატოვეს. მათ შორის არიან საკრებულოს წევრები, რომლებიც მანდატებზე უარს არ ამბობენ და არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური საქმიანობა ნიკა მელიას დაუკავშირონ. ყველა სხვა რეგიონის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც პარტიის დატოვების მიზეზად ახალი მენეჯმენტის არასწორი პოლიტიკა სახელდება
