ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე
ხმაური იყო იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. იმ დროს, როდესაც კანონმდებლები კანონპროექტებს განიხილავდნენ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რეგლამენტისა და პროცედურის დარღვევით, შინაარსობრივი კითხვების დასმა დაიწყეს. ოპოზიცია, მითითების მიუხედავად, რეგლამენტს არღვევდა. თენგიზ შარმანაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდა რეგლამენტი უზრუნველეყო, რასაც იაგო ხვიჩიას მხრიდან მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა. საბოლოო ჯამში, ხვიჩიას სხდომის დატოვება მოუწია
