საქართველო - აზერბაიჯანი
„აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში“ - ილჰამ ალიევმა ეს განცხადება ფორუმზე სახელწოდებით – „ყარაბაღი: დაბრუნება სახლში 30 წლის შემდეგ. მიღწევები და სირთულეები“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ეკატერინე მეტრეველმა ალიევს კითხვით მიმართა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგო მიწოდების თვალსაზრისით. შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის ნაწილი და როგორ იმოქმედებს ეს აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებზე, ალიევმა განაცხადა, რომ როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, აზერბაიჯანს ეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში. ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა და ამას მოწმობს როგორც მისი საქართველოში ხშირი სტუმრობა, ისე - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტები
