უკრაინის პრეზიდენტი და უნგრეთის პრემიერი შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ
უკრაინის პრეზიდენტი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ - ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის აპარატის უფროსმა „ტელეგრამ“ არხით გაავრცელა. ანდრეი ერმაკის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან. მათ ისაუბრეს 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ევროსაბჭოზე, სადაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი უნდა განიხილონ. ერმაკმა აღნიშნა, რომ უნგრეთის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული ნეგატიური განცხადებების ფონზე, მაინც დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს
