საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში დასრულდა
ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. გამარჯვებულები პულის სახეობაში, კერძოდ, ათიანში გამოვლინდნენ. შეჯიბრება ორ ეტაპად ჩატარდა და 32 საუკეთესო მოთამაშე მონაწილეობდა. ფინალში ნოდარ ბაქრაძემ დავით ავაკიანს 8-6 სძლია და ჩემპიონის ტიტულთან ერთად, რეიტინგის პირველი პოზიციაც შეინარჩუნა.
