სენატში უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების კანონპროექტი ჩავარდა
სენატში უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი უკრაინელებს სიმშვიდისა და სიმტკიცისკენ მოუწოდებს. ალექსეი დანილოვის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, უყრიან თუ არა კენჭს დახმარების პაკეტს, უკრაინა მაინც განაგრძობს საკუთარი ტერიტორიების დაცვას.
