შეხვედრა საქართველოს აკრედიტებულ ელჩებთან
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. მიტროპოლიტმა შიომ და მღვდელმთავრებმა საქართველოს ეკლესიის წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობაზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავის მხრივ, დიპლომატებმა ჩვენს ქვეყანას მიულოცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღება და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს.
