პარტიების დაფინანსების წესი გამკაცრდება
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა. ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსურ და მატერიალურ შემოწირულებებს ვეღარ მიიღებენ. მცირდება კვალიფიციური სუბიექტების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ათვისების ზედა ზღვარიც.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
