ხან-იუნისში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეფერხებულია
ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, ხან-იუნისში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეფერხებულია. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა სააგენტოს ცნობით, ერთადერთი პროვინცია, სადაც ამჟამად დახმარების შეტანაა შესაძლებელი, ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰია. ჩრდილოეთ ღაზაში კი ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა 1-ელი დეკემბრიდან მთლიანად არის შეჩერებული.
