სამოქალაქო პანაშვიდი
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ 17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.
