"ნაციონალური მოძრაობა" კასპის ორგანიზაცის წევრებმაც დატოვეს
საკრებულოს რვა წევრისგან შემდგარი ფრაქცია ექვსმა მათგანმა დატოვა. წასულები მანდატებზე უარს არ ამბობენ და არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური საქმიანობა ნიკა მელიას დაუკავშირონ. ყველა სხვა რეგიონის მსგავსად, კასპშიც პარტიის დატოვების მიზეზად ახალი მენეჯმენტის არასაწორი პოლიტიკა სახელდება. ბოლო რამდენიმე დღეში პარტიის რიგებს 50-ზე მეტი წევრი გაემიჯნა.
