ზელენსკიმ სენატორებთან ონლაინმიმართვა გააუქმა
სენატის უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, შეერთებული შტატების სენატორებთან დაგეგმილი ონლაინ ბრიფინგი, ბოლო მომენტში გააუქმა. ჩაკ შუმერს მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ზელენსკის ვიდეო მიმართვა სენატში, უკრაინისთვის საგანგებო დახმარების საკითხზე, კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე უნდა გამართულიყო. კენჭისყრა კი დღესაა დაგეგმილი.
