სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის გამარჯვებულებმა, სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა განათლების მინისტრის მოადგილე, ასევე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა.
