ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტმა ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გალის რაიონში სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
