მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, მედეა ამირანაშვილს საზოგადოება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან დაემშვიდობა. სახალხო არტისტს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელს შესრულებული აქვს სოპრანოს არაერთი დაუვიწყარი პარტია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ის ფილმ „ჭრიჭინაში“ შესრულებული სიმღერით გაიცნო. ლეგენდარული მომღერალი დიდუბის პანთეონში დედის გვერდით დაკრძალეს
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
