ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბუდაპეშტში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის წევრებთან ერთად, უნგრეთის ვიცე-პრემიერის მიწვევით ბუდაპეშტშია. ვიცე-პრემიერის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან. ერთ კვირაში ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, საქართველოს ერთ-ერთ აქტიურ მხარდამჭერ სახელმწიფოში ვიზიტი, ბუნებრივია, ამ თემაზე საუბარსაც მოიცავს. რა პოზიცია ექნება ბუდაპეშტს გაფართოებასთან მიმართებით, მათ შორის უკრაინის საკითხის შესახებ, ოფიციალურ პოზიციებს „ქართული ოცნების“ ლიდერი პირისპირ შეხვედრებისას მოისმენს

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები