მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
ლეგენდარულ ქართველ მომღერალს მედეა ამირანაშვილს საზოგადოება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან დაემშვიდობა. იმ სცენიდან, სადაც წლების განმავლობაში თეატრის წამყვანმა სოლისტმა დაუვიწყარი საოპერო სახეები შექმნა, საზოგადოებამ ის ტაშით გააცილა. სახალხო არტისტს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელ მომღერალს შესრულებული აქვს სოპრანოს არაერთი პარტია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის ფილმ „ჭრიჭინაში“ შესრულებული სიმღერით გაიცნო. ლეგენდარული მომღერალი მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დედის, სახალხო არტისტის, ნადეჟდა ცომაიას გვერდით დაკრძალეს
