CNN-ის სტატია
„უკრაინისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ბეწვზე ჰკიდია“ - ამ სათაურის ანალიტიკურ სტატიას „სიენენი“ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. სტეფან კოლინსონის სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმედი, რომ დასავლეთი მასზე უფრო მალე დაიღლებოდა უკრაინის ომით - უფრო და უფრო რეალისტური ხდება. სიენენის პოლიტიკური კორესპონდენტის ცნობით, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის დაპირებული 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება ამერიკის კონგრესს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია
