ისრაელ-„ჰამასის“ ომი
ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის თავდასხმის შედეგად დღეს 43 პალესტინელი დაიღუპა. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ათობით ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილობრივი ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების უმეტესობა ბავშვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, სადაც ისრელმა საომარი მოქმედებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ვითარება საათობრივად უარესდება. ხან იუნისში არსებული სამედიცინო დაწესებულებები კოლაფსის ზღვარზეა
