ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა
საქართველოში ბიზნესსექტორის საქმიანობამ, 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, 51 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა. მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის 9 პროცენტით აღემატება. მას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ირკვევა, რომ ამ რიცხვებთან ერთად, გაზრდილია პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი, რომელიც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 20 მილიარდ ლარამდე განისაზღვრა. საქსტატის მონაცემები უკვე შეაფასეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში
