პარტიების დაფინანსების წესი მკაცრდება
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილების მიხედვით, იურიდიულ პირებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობები. თუმცა, თუ ასეთი ფაქტი მაინც დადასტურდება, იურიდიული პირი დაჯარიმდება, ხარჯის ორმაგი ოდენობით. ამავე პროექტით, შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობის მაქსიმალური ზღვარიც. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტი ევროდირექტივის ნაწილია, მათი თქმით, ჩანაწერი, რომელიც ვენეციის კომისიამ მოიწონა, უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალ და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ კანონში შესატანი ცვლიელებები ფასადურია და ის რელურად არაფერს შეცვლის
