„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი ბუდაპეშტში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბუდაპეშტშია. ირაკლი კობახიძე, პარტიის წევრებთან ერთად, უნგრეთის ვიცე-პრემიერის მიწვევით იმყოფება ბუდაპეშტში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან. გარდა პარტიული გამოცდილებისა, შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა იქნება კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც ერთ კვირაში გახდება ცნობილი
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
