უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დეკემბერში დაგეგმილ ევროსაბჭოზე, უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დეკემბერში დაგეგმილ ევროსაბჭოზე, უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. ვიქტორ ორბანმა სოციალური ქსელის მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პოზიცია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში მიღებაზე უსაფუძვლო და არასათანადოდ მომზადებულია.
