ამერიკელ დიპლომატს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ
ამერიკელ დიპლომატს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ვიქტორ მანუელ როჩას, რომელიც 2000-დან 2002 წლამდე ბოლივიაში შეერთებული შტატების ელჩი იყო, სხვა, მრავალ ფედერალურ დანაშაულშიც ედება ბრალი.
