არაელექტრონული მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდე უვადოდ გაიცა, 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდება
არაელექტრონული მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდე უვადოდ გაიცა, 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდება. მათთვის კი, ვინც ელექტრონული პირადობების გამოყენებას სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის რელიგიური შეხედულებების გამო ეწინააღმდეგება, გამონაკლისი დაიშვება და არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება მიეცემათ.
