პედაგოგების ხელფასები და სკოლის დირექტორების დანიშვნა
სკოლის დირექტორების დანიშვნა ღია კონკურსის წესით ხდება, რაც პოლიტიკური ნიშნით შერჩევას გამორიცხავს. განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა გააკეთა. გიორგი ამილახვარმა პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ 2024 წლის ბიუჯეტში, სკოლის მასწავლებელთა ანაზღაურების მომატება უკვე გათვალისწინებულია და მათი ხელფასები ივლისიდან, 500 ლარით მოიმატებს.
