შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ ადამიანს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.
