თბილისი ანსამბლ „რიჰოს“ და მის უხუცეს წევრებს მასპინძლობს
თბილისი, ანსამბლ „რიჰოს" და მის უხუცეს წევრებს მასპინძლობს. მურად ფიცხელანის, რუსლან სტეფლიანის და გულვერ გერლიანისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები დღეს ფოლკლორის ცენტრში უნიკალური სვანური სიმღერების და ფერხულების სტუდიური ჩაწერით დაიწყო. საზეიმო კონცერტი, 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს
