უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა
საქართველოს მთავრობის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის“ სხდომა ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში. სხდომას ასევე დაესწრნენ კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები
