შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადება
განცხადების თანახმად, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) ეფექტიანად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მუდმივად ხდება მონაცემთა გაცვლა და კომუნიკაციის წარმოება. შესაბამისად, ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტში გაკეთებული ცრუ განმარტებები მიზნად ისახავს, საკითხებში გაუცნობიერებელი მოქალაქეების შეცდომაში შეგნებულად შეყვანას. „გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია „პირველის“ შაბათის ეთერში გასულსიუჟეტს, რომელშიც საუბარი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან სავარაუდოდ ახლოაღმოსავლეთში და ჰამასისთვის საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე. ამისთვის კი თითქოს და, გამოყენებული იყო ქართული პორტები. საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნოთ, რომ რეპორტაჟი დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუეზე და არ იყო მოყვანილი არცერთიდოკუმენტური მტკიცებულება, რაც სიუჟეტში ნათქვამი ფაქტების ნამდვილობას დაადასტურებდა. აღსანიშნავია, რომ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არსებული საზღვაო ვითარებისერთიანი ოპერაციული სურათის შექმნა, ასევე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის ოპერაციების ხელშეწყობა