„იპოვე შენი პროფესია“
„იპოვე შენი პროფესია“. ამ სახელწოდებით ფილმის მეორე სერიას ტელეკომპანია „იმედსა“ და რეგიონულ ტელე არხებზე დღეს უჩვენებენ. პროექტი, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად ოლგა ბაბლუანის გუნდის ინიციატივით, გვანცა მეფარიშვილის რეჟისურით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდა. ფილმში გაეცნობით კერძო და საჯარო სექტორების, ასევე კოლეჯებისა და დამსაქმებლების პოზიციებსა და ხედვებს პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში
