პრესის უნიკალური არქივის გადაცემა
აჭარაში მცხოვრებმა როლანდ რუხაძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და აფხაზეთის საინფორმაციო, ანალიტიკურ ცენტრს პრესის უნიკალური არქივი გადასცა. როლანდ რუხაძე 19 წლის განმავლობაში ინახავდა გაზეთებს რომელიც 1985 წლიდან 1992 წლამდე გამოსცემდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის აფხაზეთში. აფხაზეთთან დაკავშირებული საარქივო გაზეთები და სტატიები საბოლოოდ აფხაზეთის არქივის სამართველოში დაბინავდება
