გზის რეაბილიტაცია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში, მერეს უბანში, ახალი ასფალტის საფარი დაიგო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩოხატაურის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა
