თავდასხმა პარიზში
პარიზში დანით შეიარაღებული ახალგაზრდა ტურისტებს დაესხა თავს. ინციდენტი ეიფელის კოშკის სიახლოვეს მოხდა. თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაჭრა. გარდაცვლილი გერმანიის მოქალაქეა. თვითმხილველთა ჩვენებით, თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაკავებული 26 წლისაა