EURO 2024-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. პლეი ოფის წევრები, მათ შორის, საქართველოს ნაკრებიც მეოთხე კალათაში იყო. შედეგად, თუ ჩვენი ქვეყნის გუნდი კონტინენტის პირველობაზე გასვლას შეძლებს, ი ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევროზე მოხვედრის შემთხხვევაში ქართველი ფეხბურთელები პირველ ტურში 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთს შეხვდებიან. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი 14 ივნისს, მიუნხენში, გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება
