93 წლის ასაკში სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა
93 წლის ასაკში გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი. 1954 წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. მოგვიანებით ის ამ თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. შესრულებული აქვს არა ერთი სოპრანოს პარტიები. მათ შორის ფალიაშვილის დაისში, აბესალომ და ეთერი. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, კი ის ფილმ ჭრიჭინაში შესრულებული სიმღერით გაიცნო
