კიევის მერის განცხადება ზელენსკიზე
უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის და შესაძლოა აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ კიევის მერმა გამოცემა „შპიგელს“ განუცხადა. მისი თქმით, ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერის გარეშე იყო და მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, ქალაქების დაცვაში ეხმარებოდნენ ხალხსა და სამხედროებს, მაგრამ ახლა პრეზიდენტის ოფისში მერები განიხილებიან მხოლოდ დაბრკოლებად. მისივე განცხადებით, ომის დაწყებიდან მას არცერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია პრეზიდენტ ზელენსკისთან
