ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინა ოკუპანტთა თავდასხმებს იგერიებს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინულ პოზიციებს კუპიანსკის, ლიმანის, ავდეევკის, ბახმუტის, მარინკის, შახტერსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის მიმართულებით უტევენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინული მხარის მტკიცებით, ოკუპანტთა იერიშების შეჩერება ჯერჯერობით ყველა მიმართულებით ხერხდება
